ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო X-ზე წერს, რომ ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს საქართველოზე სასაუბროდ "დრო არ ჰქონდათ", მოსკოვმა კი, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია.
"ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს "დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ". მოსკოვმა, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია. არასდროს არ ვსწავლობთ", - წერს ლუაზო.
ლუაზო ამ ფორმით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 8 ნოემბერს ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს დრო არ ჰქონდათ საქართველოს შესახებ "არსებითი დებატებისთვის".