ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტი დაიწყო

ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტი დაიწყო

ლონდონის ცენტრში, ლანკასტერის სასახლეში, ევროპელი ლიდერების სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, სერ კირ სტარმერი მასპინძლობს.

როგორც მსგავს სამიტებზე ხშირად ხდება, დისკუსიების ზუსტი დროის ჩარჩო განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მოლაპარაკებები მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეხვედრაზე განსახილველ თემებზე დეტალური ინფორმაცია არ საჯაროვდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ განხილვის მთავარ საკითხებს შორის იქნება ევროპული ქვეყნების შესაძლო როლი უკრაინაში ომის დასრულების პროცესში, ასევე კონტინენტის ურთიერთობა აშშ-სთან.

სამიტის დასრულების შემდეგ, კირ სტარმერი პრესკონფერენციას გამართავს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღის მეორე ნახევარში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება.