ლომჯარია: უზომო ფულისგან რომ რეალობის შეგრძნებას დაკარგავ, ის სჭირს ახლა პრემიერის ოჯახს

უკონტროლო ძალაუფლებისგან და უზომო ფულისგან რომ რეალობის შეგრძნებას დაკარგავ, ის სჭირს ახლა პრემიერის ოჯახს და მის გარემოცვას.

შენს მოქალაქეებთან ერთად ერთი თვითმფრინავით მგზავრობის რომ გეშინია, სპეციალურად შენთვის გამოცარიელებულ რესტორნებში რომ დადიხარ, ქუჩაში პარტაქტივს რომ გახვედრებენ ტაშის კვრით, ვითომ კმაყოფილი მოქალაქეა, ეგ მდგომარეობა პრივილეგია კი არაა, იზოლაცია და მლიქვნელი გარემოცვის ტყვეობაა. ცუდად გრძელდება ეგ.

წერს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია TV პირველის ინფორმაციაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.