აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
როგორც ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, ეს შეხვედრა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა აშშ-მა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტუროს.
"მქონდა პატივი დღეს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვედროდი, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. ჩვენ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ბრძოლის ველზე არსებულ გადაუდებელ საჭიროებებსა და თავდაცვის გრძელვადიან მოთხოვნებში"- ამბობს ლოიდი.