ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც.
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.