ლიკა გუნცაძე: საპატიმროებში შედიან სუს-ის ადვოკატები და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე!

"საპატიმროებში შედიან ვიღაც ადვოკატები (სუსის) და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე! პირდებიან საპროცესოს ან განთავისუფლებას იმის ხარჯზე რომ აღიარონ და დაწერონ ის რაც არ ყოფილა! დაასახელონ პოლიტიკოსების გვარები და ჩაუშვან ვითომ და ერთმანეთი. როგორც ვიცი ვიღაც დათანხმდა ვიღაცეებმა უარი განაცხადეს უცხო ადვოკატებთან შეხვედრაზე. ერთ ერთი ასეთი ადვოკატია დავით გამყრელიძე ! ოჯახთან შეუთანხმებლად ჩუმად შედის პატიმრებთან! კიდევ არიან სხვა ადვოკატებიც უცხო! ესაა ზეწოლა პატიმრებზე! ზომებია მისაღები!"

წერს ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში. იქამდე, მოშიმშილე პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ოჯახის ინფორმირების გარეშე, ადვოკატმა დავით გამყრელიძემ მოინახულა და ბრალის აღიარება სთხოვა.