ლიეტუვაში საქართველოს ელჩი გადადგა

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი გადადგა

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე გადადგა. ამის შესახებ მან ინფორმაცია X-ზე გამოაქვეყნა.

"წარვადგინე ჩემი განცხადება ლიეტუვაში საქართველოს ელჩის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. პატივი და პრივილეგია იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში", - განაცხადა შაფაქიძემ.