ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს

ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს

ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს, რომელსაც ქვეყანა სექტემბრის დასაწყისში მიიღებს. შესაბამისი განცხადება ლიეტუვის პრემიერმინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ გააკეთა, რომელიც კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა.

"ლიეტუვის პოზიცია გასაგები და მარტივია - უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო რუსეთმა უნდა წააგოს", - თქვა ლიეტუვის პრემიერმა.

მისივე თქმით, ლიეტუვა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.