ლევილში, ქართულ ფესტივალზე წულუკიანის დაცვა ქართველ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა

ლევილში, ქართულ ფესტივალზე წულუკიანის დაცვა ქართველ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა

პარიზში, ლევილის მამულში, ქართულ ფესტივალზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დაცვა რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.

უფრო კონკრეტულად, მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილ სპექტაკლზე რომელსაც წულუკიანი, ოცნების დეპუტატ ელისო ბოლქვაძესთან ერთად ესწრებოდა, ქართველმა სტუდენტებმა და აქტივისტებმა რუსული კანონისა და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.

ერთ-ერთი მათგანი, თამარ დემურია აცხადებს, რომ წულუკიანის დაცვამ ერთ-ერთ სტუდენტს კბილი მოატეხა.

"მეგობრებმა და სტუდენტებმა გადავწყვიტეთ პროტესტი გამოგვეთქვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ვთქვით, რომ ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს დღევანდელი მთავრობა და ის მთავრობა რუსეთში გვაბრუნებს ევროპის ნაცვლად. ველურად მოგვექცნენ, ჩვენს ერთ-ერთ სტუდენტს კბილი ჩატეხეს, მეც ფიზიკურად გამისწორდნენ, მათ შორის ჩემს ფრანგ მეგობარსაც. თავს დაგვესხნენ, რუპორით ვიყავით მისულები და უბრალოდ, ვაჟღერებდით, რას ვფიქრობთ მთავრობის დღევანდელ პოლიტიკაზე. არ მოეწონათ ჩვენი პროტესტი", - თქვა მან.