ლევან ხაბეიშვილს "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ

ლევან ხაბეიშვილს "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.

შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა იგი "ტვ პირველის" ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა.

მას უცნობმა პირმა კვერცხი ესროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდგომ მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

"ეს იქნებოდა დაორგანიზებული. იცოდნენ, სადაც ვიყავი და ცხადია, ამას გააკეთებდნენ. პასუხი მიიღო. ესაა რეალობა, რაშიც ვცხოვრობთ, დღეს კვერცხი ისროლეს, ხვალ იარაღს ისვრიან. ყველა ასე მიიღებს პასუხს. არავის ეშინია. დედას გიტირებთ ქართველი ხალხი. გაიქცა, არ ვიცი, ვინ არის. დედას გიტირებ კობახიძე, შე ზღმურტლიანო და შენც, მდინარაძე. ივანიშვილს თუ არ დავამხობთ, მაგასაც ვნახავთ",- თქვა ხაბეიშვილმა