ლევან იოსელიანს პარლამენტში ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის

ლევან იოსელიანს პარლამენტში ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის

პარტია მოქალაქეებიდან მე-10 მოწვევის პარლამენტში ლევან იოსელიანს ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა.

იოსელიანი 7 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი გახდა. მის კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.