პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია

პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია

პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია.
მის კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
იოსელიანის წინააღმდეგ არცერთმა დეპუტატმა არ მისცა ხმა.

ომბუდსმენობის კანდიდატის არჩევას პარლამენტის 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

მას მხარი უმრავლესობის წევრებმა და ოპოზიციის ნაწილმა დაუჭირა, მათ შორის ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ, თამარ კორძაიამ.

პარლამენტმა სახალხო დამცველი 6 წლის ვადით აირჩია.

***

სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი მისივე პარტია მოქალაქეებმა 28 თებერვალს წარადგინა.

6 მარტს უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს იოსელიანის კანდიდატურას.

2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა. სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირდა ოპოზიციის ნაწილიც.

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა. საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.