სახალხო დამცველის ანაზღაურება აპრილიდან 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა, 2025 წლიდან კი ისევ გაიზრდება და 13 000 ლარს გადააჭარბებს – თანხა გადასახადების ჩათვლით, ე.წ. დარიცხული ოდენობითაა წარმოდგენილი. ინფორმაციას პუბლიკა სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ხელზე ასაღები ოდენობა 5 488 ლარს შეადგენდა, რომელიც აპრილიდან 9 384 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება დანამატსა და ფულად ჯილდოს, 2023 წლის მარტიდან დღემდე სახალხო დამცველს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ მიუღია. ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი სწორედ 2023 წლის მარტიდანაა. ხელფასი მას ამ თანამდებობაზე ყოფნიდან 1 წელში გაეზარდა.
საქართველოს პარლამენტმა მარტში კანონპროექტი მიიღო და ომბუდსმენის ანაზღაურების ზრდა სწორედ ამ ცვლილების შედეგად გახდა შესაძლებელი.