ლევან იოსელიანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ლევან იოსელიანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 30 ნოემბერს ომბუდსმენი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, იოსელიანმა პრეზიდენტს აქციაზე დაკავებულების ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აპარატის მიერ ბოლო დღეებში გაწეული საქმიანობა გააცნო.