ლელოს წევრები ოთო ფარულავა, ირაკლი კუპრაძე და მათი თანმხლები პირები გაათავისუფლეს

ლელოს წევრები ოთო ფარულავა, ირაკლი კუპრაძე და მათი თანმხლები პირები გაათავისუფლეს

გუშინ, 7 მარტს საპროტესტო აქციაზე დაკავებულები კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრები ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ირაკლი კუპრაძე, გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ჩვენ თავისუფლები ვართ! ლაზერი წაგვართვეს და პატიმრობაში დარჩა", - წერს კუპრაძე.

***

გვიან ღამით, მათი ავტომობილი ვარაზისხევზე საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და მანქანის დათვალიერება მოსთხოვა. კუპრაძემ FACEBOOK ლაივი ჩართო. მისი თქმით ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი.

პოლიციელებმა "ლელოს" წევრებს განუცხადეს, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა გადაეყვანათ.