![საია: სტრასბურგმა "კაბელების საქმეზე" სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/5c3fcbbf-471d-41bf-81f3-a4c69bcf90d8.jpg)
ევროპარლამენტი დგას საქართველოს გვერდით და დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს. საქართველო არის ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ პროდემოკრატიულ, პროევროპული პოზიციას, რომელსაც გამოხატავს ქართველი ხალხი. რუსეთის მარიონეტები კი იქ არჩევნებს იპარავენ და ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევენ. აღმაშფოთებელია, რომ აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოხატავენ საკუთარ აზრს და ისჯებიან მხოლოდ იმისთვის, რომ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში სურთ ცხოვრება.
ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩვენ იმდენი ხანი ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია, მაგრამ ეს უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. იმედი გვაქვს, რომ ასეთი არჩევნები ჩატარდება და კრემლის მარიონეტები მასში ჩარევას ვერ მოახერხებენ.
ამბობს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.
ფორმულამ მოიპოვა ევროკავშირის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან. დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის სანქცირებაზე, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მედიაგარემოს გაუარესებაზე.