ლექსმანი ენმ-ზე თავდასხმაზე: დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი რეაგირებას მოითხოვს

ლექსმანი ენმ-ზე თავდასხმაზე: დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი რეაგირებას მოითხოვს

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

"ევროპის სახალხო პარტიასთან ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს", - წერს ევროპარლამენტარი X-ზე.

ენმ-ს ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი დაესხა თავს. მათ მინები ჩაამსხვრიეს და პარტიის ინვენტარი დააზიანეს.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.