ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ 2300 ლარით დააჯარიმა

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ 2300 ლარით დააჯარიმა

რუსული კანონის საწინააღმდეგ აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ 2300 ლარით დააჯარიმა.

გრიგორიადისი 14 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

იგი დაკავებიდან ორ დღეში გაათავისუფლეს. მაშინ ის ყვებოდა, რომ პარლამენტის წინ იდგა, როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს, მას შემდეგ კი, რაც მათი დახმარება დაიწყო, პოლიციელებმა კორდონში შეითრიეს.

გრიგორიადისი აღნიშნავდა, რომ პარლამენტთან დადგმულ ჯებირს მხოლოდ პროტესტის ნიშნად, ხმაურის გამოსაწვევად ურტყამდნენ ხელს და კონსტრუქცია არ დაზიანებულა.