
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინის თურქეთში ჩასვლის მოთხოვნის გამო, "საცოდავი ადამიანი" უწოდა.
"ის დარბის და თავდაპირველად ითხოვდა, პუტინი იქ [თურქეთში] პირადად ჩასულიყო. დიახ, საცოდავი ადამიანია. შემდეგ მისმა უფროსმა მეგობრებმა აუხსნეს, რომ ასე სულელურად არ უნდა მოიქცეს და საჭიროა გაიმართოს მოლაპარაკებები", - თქვა ლავროვმა.
***
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში, ანკარაში დღეს ჩავიდა.
პარალელურად, სტამბოლში უკვე ჩასულია რუსეთის დელეგაცია, რომელშიც არ არის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
გუშინ, 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ ჩავა. დელეგაციას უხელმძღვანელებს მისი თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.
კრემლის მიხედვით, რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ:
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ის და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარასკევს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ჩავლენ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. შეთავაზება გაკეთდა რუსეთის მხრიდან მედიაციის სურვილის ფონზე და თურქეთის ჩართულობით.
13 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება. თუმცა, დელეგაციის შემადგენლობა არ დასახელებულა.
14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ 15 მაისს ანკარაში დაგეგმილი აქვს შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. თუმცა, აღნიშნა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი დათანხმდება სტამბოლში ჩასვლას, ის და ერდოღანიც ჩავლენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მხარდაჭერა გამოხატა მოლაპარაკებებისადმი და აღნიშნა, რომ შესაძლოა თავადაც დაესწროს შეხვედრას, რაც პუტინის დასწრებაზეა დამოკიდებული.