რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აქებს საქართველოს მთავრობას იმის გამო, რომ ის "დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს". ამის შესახებ ლავროვმა 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც პრაქტიკულად ყველა დანარჩენი ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც მოითხოვს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ. და ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყანასა და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებითა და საკუთარი ეკონომიკის ინტერესებით, პატივსაცემია", - თქვა ლავროვმა.