![G7 უკრაინის მშვიდობისა და რუსეთის სანქციების შესახებ ერთიან პოზიციაზე შეთანხმდა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/b8946915-4a09-4462-abf6-9adba8efc9af.png)
ლატვია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"ლატვია გმობს ე.წ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა 15 თებერვალს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია. ლატვია არც მათ ლეგიტიმურობას აღიარებს და არც შედეგებს.
ლატვია მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ლატვია იმეორებს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში", - წერია განცხადებაში.