ლანდსბერგისი: ყურადღებით დავაკვირდები საქართველოში განვითარებულ სიტუაციას

არჩევნები უნდა იყოს დაფუძნებული თავისუფლებასა და სამართლიანობაზე. ნებისმიერ არჩევნებში ძალიან სერიოზულად ვეკიდები ბრალდებებს დარღვევების თაობაზე და ყურადღებით დავაკვირდები საქართველოში განვითარებულ სიტუაციას

წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე.

*საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ამ დროისთვის დათვლილი აქვს უბნების 99,6%, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას ხმების 54% აქვს მიღებული.

ამავე დროს, Edison Research-ის ეგზიტპოლით ქართულ ოცნება 40,9% ჰქონდა, ხოლო პროევროპულ ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამურად - 51,9%