ლანდსბერგისი: მომიტინგეების დაშინება სამარცხვინო ტაქტიკაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების დაშინება და ძალადობა საქართველოში სამარცხვინო ტაქტიკაა, რომელიც ყოველთვის მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე.

უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციურად და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს სადარბაზოებთან ხვდებიან, აგინებენ და თავს ესხმიან.