ტერორისტები არ ჩერდებიან სანამ არ გააჩერებენ. ისინი მოლაპარაკებებს არაფრით არ აწარმოებენ ძალის გარეშე. იწვევენ უკიდურეს კატასტროფებს სინანულის გარეშე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში საჭიროებს უკრაინის გამარჯვებას ბრძოლის ველზეც და სასამართლოშიც. სხვა არაფერი იმუშავებს.
წერს Twitter-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. სადგურის განადგურებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.