ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დანიშნავს. ამის შესახებ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე განაცხადა.
"კომისიის მომდევნო შემადგენლობაში [EU-ის] გაფართოება მუდმივ საქმიანობად უნდა იქცეს, რაც საშუალებას მოგვცემს, მას სრული ყურადღება დავუთმოთ. ამიტომ, დავნიშნავ სპეციალურ კომისარს გაფართოების საკითხებში.
მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია"- თქვა ლაიენმა.