ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-12 პაკეტზე მუშაობს.
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციებს ვატარებთ. განვიხილავთ, როგორ შევამციროთ დარჩენილი შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ევროპაში და მის პარტნიორებთან ბრილიანტის ექსპორტიდან იღებს.
ევროკავშირს სურს, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტურობა", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
23 ოქტომბერს, უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 1,5 მილიარდი ევრო მიიღო. მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინას მომავალშიც გაუწევს ფინანსურ დახმარებას.