ქუთაისში კომპანია Bolt-ის მძღოლები გაიფიცნენ. 200-მდე მძღოლი მე-6 დღეა მგზავრთა მომსახურებაზე უარს აცხადებს.
აქციის მონაწილეები ბალახვანში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ.
ტაქსის მძღოლები მგზავრობის ტარიფის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ და ამბობენ, რომ შეუძლებელია, არსებული ტარიფით მათ მუშაობა განაახლონ.
გაფიცული Bolt-ის თანამშრომლებს სხვადასხვა ტაქსის კომპანიის მძღოლები სოლიდარობის ნიშნად შეურთდნენ.