ქუთაისში ქმარმა ახალგაზრდა ქალს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
ამ დროისთვის, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი ადამიანი, ხოლო გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.