BBC: სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ტრამპი პორტლენდში ჯარისკაცებს მაინც განალაგებს

BBC: სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ტრამპი პორტლენდში ჯარისკაცებს მაინც განალაგებს

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება - პორტლენდში ეროვნული გვარდიის განლაგების შესახებ უკვე მეორედ დაბლოკა, ტრამპი ჯარის გაგზავნას მაინც აპირებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპმა კალიფორნიიდან ორეგონში სამხედროების გადაყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასამართლომ პორტლენდში ეროვნული გვარდიის განთავსება უკანონოდ სცნო. ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა მოსამართლის გადაწყვეტილება უგულებელყო.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტრამპის გადაწყვეტილება უკანონობად შეაფასა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ილინოისის გუბერნატორის, ჯეი ბი პრიცკერის ინფორმაციით კი, ტრამპი ტეხასის ეროვნული გვარდიის 400-მდე წევრის სხვა შტატებში განლაგებასაც გეგმავს - მათ შორის ორეგონსა და ილინოისში.

BBC-ის ინფორმაციით, პენტაგონმა უკვე დაადასტურა, რომ კალიფორნიის ეროვნული გვარდიის დაახლოებით 200 სამხედრო პორტლენდში გაიგზავნა.

ბოლო თვეებში აშშ-ში გამწვავდა საპროტესტო ტალღა, რომელიც ფედერალური სამართალდამცავი სტრუქტურების ქმედებებსა და მიგრაციის პოლიტიკას აპროტესტებს.