
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობის შემადგენლობამ ოპოზიციასა და მმართველ პარტიაშიც მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
ფრანგული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მისი გადადგომის მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა. ლეკორნუ, რომელიც პოსტზე 9 სექტემბერს დაინიშნა, საფრანგეთის რესპუბლიკის ისტორიაში მეხუთე ყველაზე ხანმოკლე პრემიერი გახდა.
გადადგომის შემდეგ გაძლიერდა ოპოზიციის მოთხოვნები – მემარცხენე ლიდერმა ჟან-ლუკ მელენშონმა მაკრონის იმპიჩმენტის პროცედურის "დაუყოვნებლივ" განხილვა მოითხოვა, ხოლო ულტრამემარჯვენე "ნაციონალური გაერთიანების" ლიდერი ჟორდან ბარდელა პარლამენტის დაშლას ითხოვს.