ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა, ერთი არასრულწლოვანია.
ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ დახმარება მეზობელს სთხოვეს. ამის შემდეგ მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს.
ხუთივე კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებოდნენ გაზის კომპანიის წარმომადგენლები, მათ ოჯახის ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.