გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთა წრე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის საქმეზე. 19 წლის გიორგი ალხანიშვილის ახლობლების მტკიცებით, ახალგაზრდა ჯგუფური დანაშაულის მსხვერპლია და მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს მფარველები ჰყავთ. მკვლელობაში ბრალდებული ქვეყნიდან გაიქცა.