ბოლნისის მუნიციპალიტეტში კაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოცემა Aktula.ge საქმის დეტალებზე წერს, რომ კაცმა 19 წლის ცოლს თმები გადაპარსა, რასაც კამერით იღებდა. გამოცემის ინფორმაციით, კაცი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ცოლს, შემდეგ კი, ვიდეო სანაცნობო წრეში გაავრცელა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ პოლიციამ კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა.