მე რომ მჯეროდეს, რომ ეს მოსამართლეთა გულწრფელი ქეიფი და პურის ჭამაა, ვერავის ვერ აუკრძალავ ამას, ვერც სიმღერას ვერ აუკრძალავ. უბრალოდ, რაღაცნაირად, ამ ყველაფერში ეტყობა ხელოვნურობა ის, რომ ეს ქეიფი იმისათვის კი არაა, რომ იქეიფოს და დრო გაატარონ, არამედ შეკავშირდეს ეს ხალხი მიუხედავად იმ დარტყმებისა, რასაც დასავლეთიდან იღებენ. თუ ამ ნარატივით შეხედავ და ამიტომ დასჭირდათ გორში საქეიფოდ წასვლა, მერე სიმთვრალეც კი ხელოვნური მგონია. რა დროს ქეიფი და მხიარულებაა საჯაროდ, როდესაც ასევე საჯაროდ ყველამ იცი, რომ ამერიკელებმა დაგასანქცირეს როგორ კრიმინალი.
თქვა პარლამენტის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ. 12 მაისს მოსამართლეებმა, მათ შორის აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლეებმა და ე.წ. კლანის წევრებმა გორის რესტორანში იქეიფეს. გავრცელდა ნასვამი მოსამართლეების სიმღერის ვიდეოკადრები.