ხვიჩია: ქოცების ლიდერშიფში რომ ვიყო, ბერაიას ენას ამოვაძრობდი

მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა. ესენი გველაპარაკებიან ქართველობაზე, კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე.

დაწერა გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში და ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას. ბერაიამ და ღუდუშაურმა დღეს ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.