ხუნდაძე: ეს პასუხი მექნება - არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ 28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში. რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მე არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერება თუ ვიზები და ავიაბილეთები, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ. პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომასთან დაკავშირებით დიდი ხანია არსებობს და მეც ეს პასუხი მექნება - არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.

ამბობს რუსული კანონის მხარდამჭერი, ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დიმიტრი ხუნდაძე. აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს.