ხოშტარია: სიმართლის ერთგულება გაგვამარჯვებინებს ამ გზაზე - ბოლომდე!

სიმართლის, ღირსების და თავისუფლების სულ ოდნავადაც კი დათმობა ამ ბოროტმოქმედ სისტემასთან დაუშვებელია. არცერთმა სინდისის პატიმარმა იოტისოდენა სიმართლეც კი არ დათმო. გამოკეტეს, მაგრამ მორალურად გაიმარჯვა მზიამაც, ნინო დათაშვილმაც, და ყველამ. ენჯეოებმა არ დათმეს იოტისოდენა თავისუფლება და არ დაემორჩილნენ „რუსულ კანონს“. ჩვენ არ დავემორჩილეთ ყალბ არჩევნებს. არ შევედით ყალბ პარლამენტში, არც ყალბ კომისიაში, არც ყალბ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში.

სიმართლის ერთგულება გაგვამარჯვებინებს ამ გზაზე. შესაბამისად, რომ მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით.

მეორე, რაზეც დგას ჩვენი ბრძოლა არის სოლიდარობა. ყველა მოქალაქემ, ყველა აქტივისტმა, ყველა მებრძოლმა უნდა იცოდეს, რომ სისტემასთან მარტო არ დავტოვებთ. მოინდომეს მეგის დაჩაგვრა, ვერ მივართმევთ! ბოლომდე!

წერს ზაჰესის იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს, 15 სექტემბერს კახა კალაძის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.