
ბუნებრივია, ეს დაკავებაც კი არ არის, რაღაც გატაცება მოაწყვეს, ნერვიული. სასაცილოა ქართული ოცნების მოქმედება, რომელიც ამხელა ძალისხმევით, 100 კაცით, სადღაც ლისზე დასდევს, მთელ ამბავს ტეხს, მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ კი ბატონო, შეიძლება დამაკავოთ, მაგრამ ვერ მაიძულებთ, რომ მე თქვენი სისტემა, კომისია ვაღიარო და ყალბი პროცესები ვაღიარო. წყნარად, მშვიდად აპირებდა, გაჰყოლოდა პოლიციას. [...]
როგორც კი სისტემას შენ უჩენ თავსატეხს, როგორც კი ეწინააღმდეგები და შენი დღის წესრიგით მიდიხარ, ის უშვებს შეცდომებს, ასეთ მოქმედებებზე გადადის. ნიკასთვის არაფერი შეცვლილა, ზუსტად იცოდა, რომ ხვალ დააკავებდნენ, ასე იყო ზურას დაჭერის დროსაც. [...] ნევროზულობას ასხივებენ. როგორც ჩანს, ხვალ არ უნდოდათ ოფისში, წინასწარ ვიყავით ოღონდ ჩვენ შეთანხმებული, რომ უბრალოდ იქ ვიქნებოდით, ოფისში და არაფერი, რომ მოვიდოდნენ, გაჰყვებოდა ნიკა. [...]
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიცია არ აპირებს არანაირი ციხის, მუქარის, თუ შანტაჟის ქვეშ პრინციპული პოზიციის დათმობას, არ აპირებს არც კომისიის აღიარებას და არც ერთი ტიპის სხვა თანამშრომლობას რეჟიმთან და ეს საბოლოო ჯამში ასუსტებს რეჟიმს, ჩვენ ამ სისუსტის ნიშნებს ვხედავთ.
თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ფორმულას ეთერში.