ხოშტარია ბოკუჩავას განცხადებაზე: ერთიანად, ღირსეულად უნდა დავდგეთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ

მართლა აღმაფრთოვანებელია და ძალიან დიდი პრინციპული ბრძოლის მაგალითია სიმყარის, ლიდერობის, გამბედაობის — ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ თიკას გამოსვლაში. სწორედ ასეთ მაგალითებზე დგას ეს სახელმწიფო და არ უწერია გადაშენება. ჩვენი ბრძოლა დგას სრულ სოლიდარობაზე — პოლიტიკურ სოლიდარობაზე, საზოგადოებრივ სოლიდარობაზე, ჩვენი მთელი პროდასავლური სრული უმრავლესობის სოლიდარობაზე, სადაც დევს გამარჯვების გასაღები.

რა თქმა უნდა, ვართ აბსოლუტურად სოლიდარულები და, რა თქმა უნდა, ასევე ვეხმიანები მის მოწოდებას — ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საერთოდ გაუქმება — ამაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ბოროტმოქმედი რეჟიმი და უნდა დავასრულოთ ეს ეტაპი, როდესაც ვკამათობთ კიდევაც ამ საკითხზე. ერთიანად, ღირსეულად უნდა დავდგეთ ერთად ამ რეჟიმის წინააღმდეგ

ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და გაიტაცა.