ხოშტარია: არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას - არ ვითანამშრომლებთ ამ სისტემასთან

დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს. ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყვები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს.

ელენე ხოშტარიას წერილს იზოლატორიდან პარტია დროა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლის გასაპროტესტებლად მისული ხოშტარია აქციაზე დააკავეს.