ხობში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ხობში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ხობის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტრო გადამცემ ბოძს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.