ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მცირეწლოვანი ჯერ ხობის, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ქუთაისის საავამდყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა.
ფორმულა მომხდარის დეტალებს შსს-სთან არკვევს.