ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, იყო სიტყვიერი დაპირისპირების ხელჩართულ ჩხუბში გადაზრდის მცდელობა. დეპუტატებმა სცადეს, ბოთლები დაეშინათ ერთმანეთისთვის. კამათი სადავო სამშენებლო პროექტების განხილვას მოჰყვა. ოცნებამ მოულოდნელად დღის წესრიგს კიდევ ერთი მშენებლობის საკითხი დაამატა.