"ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფარცხალაძეზე დაწესებული სანქციისა და აგენტობაში მხილების შემდეგ სუს-ის ხელმძღვანელობა გადამდგარი უნდა იყოს, ყოფილი მთავარი პროკურორი კი - დაკავებული". ეს განცხადებები დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისმოდა. ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის.