ხილიკ ბარი: შეტევა იყო არამხოლოდ კოორდინირებული, არამედ მხარდაჭერილი ჰეზბოლას და ირანის მიერ

მრავალი წლის განმავლობაში ვსაუბრობთ იმაზე, რასაც ჰქვია ბოროტების სამკუთხედი, რომელსაც შეადგენს ჰამასი, ჰეზბოლა და ირანი,რომელიც ძალიან დიდ თანხებს დებს და იარაღს აწვდის ჰამასსა და ჰეზბოლას. დარწმუნებული ვარ და ვიცით დანამდვილებით, რომ ეს შეტევა იყო არამხოლოდ კოორდინირებული, არამედ მხარდაჭერილი ჰეზბოლას მიერ და ირანის მხრიდან. ირანელები არ მალავენ თავიანთ ბედნიერებას, რასაც გრძნობენ ამჟამად. ჰეზბოლას ლიდერებმა უკვე ისაუბრეს და თქვეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ჰამასის ბარბაროსულ შეტევას ისრაელის მოქალაქეების შეტევას.

თქვა ქნესეთის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა ფორმულას ეთერში.