ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.