ხაზარაძე: უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა, ძლიერი ერთობა, საზოგადოება ითხოვს ამას

ხაზარაძე: უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა, ძლიერი ერთობა, საზოგადოება ითხოვს ამას

ლელო - ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე იმყოფებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შეხვედრის მიზანი ძლიერი ერთობის აღდგენაა, რომელსაც საზოგადოება ითხოვს.

მისი თქმით, უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა, რათა "ყველამ დაინახოს, რომ საქართველო არის უპირველეს ყოვლისა".

"იცით, რომ ბოლო 1 კვირაა აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სტრატეგიაზე პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების, არჩევნებთან დაკავშირებით იქნება ეს თუ ა.შ. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან, გუშინ შევხვდით სინდისის პატიმრების მშობლებს, შევხვდით რუსთაველის აქტივისტებს, ექსპერტებს, რეგიონულ წარმომადგენლებს და ამ შეხვედრებს ვაგრძელებთ, გაგრძელდება.

დღეს ჩვენი თხოვნით შევხვდით პრეზიდენტს და მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, პოლიტიკური ცხოვრებით და ძალიან სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში. ჩვენი საუბარი ეხებოდა ამ ერთობის აღდგენას და განმტკიცებას.

მე ვხედავ რესურსს [ერთიანობის აღდგენის], იმიტომ რომ ქვეყანა არის უფსკრულის პირას და ვისაც სამშობლო უყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და ვინც აცნობიერებს, რომ თუ რაიმე არ მოვიმოქმედეთ ერთობისკენ, კონკრეტული, ამბიციებით უკან გადადგმული, საზოგადოება ითხოვს ერთობას, ამიტომ, უნდა დავანებოთ ამ ყველაფერს თავი და ვიფიქროთ იმაზე, რა არის გამარჯვების ფორმულა, მაგრამ სანამ ამ ფორმულაზე ჩამოვყალიბდებით, პირველ რიგში, უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა, რომ საზოგადოებამ, ყველამ დაინახოს, რომ საქართველო, სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა", - თქვა მან.