დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების 11 მონაწილეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.
განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ქართული ოცნება მათ ტყვეობაში ამყოფებს.
აუცილებელია, ევროკავშირმა და აშშ-მა მიიღონ ზომები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო სისტემას იყენებს როგორც ინსტრუმენტს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და უდანაშაულო ადამიანების დასაკავებლად.
საქართველო ახლა მწვავე პოლიტიკურ კრიზისშია. ამ კრიზისიდან კი ერთადერთი გამოსავალი ახალი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა!
წერს ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.