ხაზარაძე: მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა დაიბრუნონ უკან და ჩვენ მას დავიბრუნებთ

ყველა ადამიანს დიდი მადლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, იმიტომ რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ ძალიან სწორ არჩევანში, რასაც ჩვენი ქვეყანა გააკეთებს. ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და ყველაზე მთავარია რეალური ალტერნატივისკენ. რიგები რომ არის უბნებზე, ეს იმის მანიშნებელია, რომ 12-წლიანი ოლიგარქიის მმართველობა ყველას ყელში ამოუვიდა. ეს ტყუილების კასკადი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში და რეალურად მოქალაქეებმა გააცნობიერეს, რომ მათი ჩართულობა არის ყველაზე მნიშვნელობანი. ეს ქვეყანა ეკუთვნის თითოეულ თქვენგანს, ამიტომ ეს აქტიურობა სწორედ ამაზე მიუთითებს. მოქალაქეებმა გადაწყვიტეს რომ ეს ქვეყანა დაიბრუნონ უკან და ჩვენ მას უკან დავიბრუნებთ

განაცხადა ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ.