ხაზარაძე: მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია, დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი

გაიღვიძე საქართველო! გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია - ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდა, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!

სოციალურ ქსელში წერს პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

დღეს რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. პარალელურად აეროპორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.